Wednesday, October 14, 2009

"საქართველოს აშშ–ის იმედი უნდა ჰქონდეს

გუშინ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა. როგორც კლინტონმა განაცხადა, მისთვის ლავროვს ქართული არმიის დახმარების თაობაზე კითხვა არ დაუსვამს. "თვითონ იცოდა პასუხი და ალბათ მაგიტომ არ დამისვა",–აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა ღიმილით. როგორც მან განაცხადა, საქართველოს ყოველთვის შეიძლება ჰქონდეს იმედი აშშ–ის სამხედრო დახმარების. ამის შესახებ ქართულმა სატელევიზიო არხებმა გადმოსცეს. "აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ალექსეი ბენედიქტოვთან საუბარში ისიც განაცხადა, რომ ამერიკა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ თავი დაცულად იგრძნოს", – იუწყება "რუსთავი2".
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ აშშ საქართელოში ბუფერული ზონების შექმნის ინიციატივით გამოდის. ჰილარი კლინტონის განცხადებით, ბუფერულ ზონებს გაეროსა და ეუთოს დამკვირვებლები უნდა აკონტროლებდნენ. როგორც საინფორმაციო სააგენტოს ვებგვერდზე გამოაქვეყნეს, სახელმწიფო მდივანმა ქართულ, აფხაზურ და ოსურ მხარეებს პროვოკაციებისგან თავის შეკავებისა და პრობლემების მშვიდობიანად გადაწყვეტისკენ მოუწოდა, რათა ახალი სისხლისღვრა თავიდან იყოს აცილებული.

No comments:

Post a Comment