Tuesday, October 13, 2009

პატრიარქის გაშარჟება შეიძლებააა???

დღეს დაღლილი სახლში მოვედი და "ფეისბუქში" შევედი. ეგრევე თვალი თეა თუთბერიძის მიერ დადებულ პოსტს შევავლე. თან კომენტარიც ედო: "ძალიან ნუ გაცხარდებით ჩემო მეგობრებო, მაგრამ ეს ვნახე და მინდა დავდო", ბოლოში ბევრი "სმაილიც" ჰქონდა დართული. პატრიარქის ფოტო შევნიშნე და ვიდეოს საყურებლად მოვემზადე. ვფიქრობდი, ნეტა რას ამბობს მეთქი უწმინდესი?! ნეტა არ მენახა... პატრიარქის ვიდეოზე დადებული ჰქონდათ ვიღაცის ხმა მიმსგავსებული ილია მეორის ხმაზე, რომელიც უწმაწურ სიტყვებს ამბობდა. საშინლად იმოქმედა ჩემზე, ასე მართლა არ ჩავრთულვარ არანაირ დისკუსიაში, ეგრევე კომენტარებში შევედი. ვცდილობდი დავმშვიდებულიყავი და კორექტულად მიმემართა თეასთვის. საინტერესოა, რისთვის სჭირდება ქალბატონ თუთბერიძეს პატრიარქის ასე დაცინვა. ჩვენ შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:
– "ძალიან იმოქმედა ამ ვიდეომ ჩემზე, რა არის ხალხნო, პატრიარქი და ჯეოსტარელები და პოლიტიკოსები, რომლებიც ყოველთვის ბინძური საქმეებით არიან დაკავებულნი, მგონი განსხვავდება ერთმანეთისაგან რა... და ზუსტად ჯარი ჩვენმა პრეზიდენტმა შეიყვანა, რაც დიდი შეცდომა იყო... მაგის გამო დაიხოცა უამრავი ქართველი" – ეს იმიტომ რომ მანამდე თეას ნათქვამი ჰქონდა, რომ "მაშინ რატომ არ იგრძენით შეურაცყოფილად თავი როცა ისმენთ იმას, რომ თურმე ის საცოდავი ხალხი, რომლებიც აგვისტოს ომის წინ ჩახოცეს რუსებმა (მშვიდობისმყოფელებმა და ერთმორწმუნეებმა) და რომლის დასაცავადაც ქართულმა ხელისუფლებამ ჯარი შეიყვანა სოფლებში, ეს თურმე შეცდომა ყოფილა და რომ თურმე ომის დაწყება ქვეყნის პრეზიდენტის ბრალი ყოფილა??? აქ რატომ არავინ იგრძენითთქო შეურაცყოფილად თავი, რატომ არაფერი თქვით ამაზე? თუ ის ხალხი ყველას ფეხებზე გკიდიათ. პატრიარქმა თქვა და აბა წინააღმდეგობას ვინ გაბედავდით"–ო.
თურმე პატრიარქს რაღაც უაზროდ "ვემორჩილებით"....
ამაზე თეას ირონიული პასუხი მივიღე:
– "- აი როგორ დამავიწყდა, უნდა მიმეწერა ზემოთ ვისაც სუსტი ნერვები გაქვთ არ უყუროთთქო :)))))). რატომ არიან ჯეოსტარელები და პოლიტიკოსები ყოველთვის ბინზური საქმით დაკავებულები? :)))))))))))))))) და საედან მოიტანე რომ პატრიარქი მათგან განსხვავდება? :))))))))))))))))))) ყველა ადამიანი ცოდვილიაო სასულიერო პირებისგან მომისმენია და მგონი რომ პატრიარქიც ადამიანია, არა? თუ ღმერთია? :)"
– "თეა, სუსტი ნერვები არაფერ შუაში არაა. და ჯეოსტარელები არ მიგულსხმია, როცა ბინძური საქმეები ვახსენე. პატრიარქიც ადამიანია, მაგრამ სასულიერო პირი. მისი შეურაცხყოფით, მართმადიდებლებს და ეკლესიას ვაყენებთ შეურაცხყოფას."
ერთი სიტყვით აღარ გავაგრძელებ, მაგრამ ბევრი დამცინავი და ირონიული კომენტარი დადო თუთბერიძემ და სამღვდელობა და პატრიარქი მიწასთან გაასწორა. რატომაა ნეტა ასე განაწყენებული ეკლესიაზე, საინტერესოა ძალიან.....

No comments:

Post a Comment