მსახიობებისათვის მეტად მტკივნეულ პრობლემას სამუშაო ადგილების არარსებობა წარმოადგენს. მართლაც საქართველოში თეატრების ძალიან მცირე რაოდენობაა. კინოს კი იშვიათად იღებენ და იქ მოხვედრა ძალიან ძნელია. თეატრში არ არის ისეთი ანაზღაურება და პირობები, რომ მსახიობმა კარგად იმუშაოს და თავი კომფორტულად იგრძნოს. მათ არ აქვთ კარგად თამაშის სტიმული. უამრავი კარგი, პროფესიონალი და დამწყები მსახიობიც ვყავს. თუმცა, უმეტესობა მუშაობას ვერ ახერხებს. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდეს?! ჩემთვის ძალიან საინტერესოა და დიდი სიამოვნებით დავწერდი ამ პრობლემაზე.
ძალიან დიდ და მრავალმხრივ პრობლემას შეჭიდებიხარ, ეცადე ცოტა უფრო კონკრეტული და მცირე თემებით დაიწყო ხოლმე.
ReplyDelete