Saturday, October 17, 2009

ქვეყნის მთავარი პრობლემა

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებმა ჩაატარეს გამოკითხვა, რომლის მიზანიც ქვეყანაში არსებული ძირითადი პრობლემის დადგენა იყო. როგორც კვლევამ აჩვენა, გამოკითხულთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ მთავარი პრობლემა არის უმუშევრობა (36 ხმა).
მეორე ადგილას ტერიტორიული მთლიანობა გავიდა, ასი ადამიანიდან 25-სთვის აღმოჩნდა ეს პრობლემა ყველაზე მტკივნეული.
„აუცილებლად გვჭირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რუსეთთან კარგი ურთიერთობით ბევრს მივაღწევთ. ჩხუბით არაფერი გამოვა.“, – თქვა 58 წლის მამაკაცმა.
იყო ძალიან საინტერესო პასუხებიც. ასე მაგალითად, ზოგისთვის გენდერული დისბალანსი, ფეხბურთი, საცობები, ნარკომანია, ღვთის ურწმუნობა და ა.შ. წარმოადგენს ქვეყნის ძირითად პრობლემას. „ადამიანები ცოდვაში არიან ჩავარდნილები, ღვთის შიში აქვთ დაკარგული და ღმერთისგან ძალიან შორს დგანან“,– აღნიშნა 41 წლის უმუშევარმა ქალბატონმა. მისი აზრით, თუ ადამიანები ქრისტესთან ახლოს მივლენ და მორწმუნენი გახდებიან, მაშინ ყველა პრობლემა მოგვარდება. აღარ იქნება შუღლი და მტრობა.
გამოკითხულთა უმრავლესობა 45–65 ასაკის ადამიანი იყო, მათგან 35 პედაგოგი, 16 სტუდენტი, ხოლო ათი – ხელოვანი ადამიანი. გამოკითხულ იქნა სხვა პროფესიის ადამიანებიც.
გამოკითხულებს პრობლემიდან გამოსვალაზეც ჰკითხეს. მათგან 27-მა განახცადა, რომ მთავრობა უნდა შეიცვალოს.
„ხომ ხედავთ რამდენი პრობლემაა საქართველოში, არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკა არაა დაწყობილი. ჩემი აზრით, აქედან გამოსავალი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ეს მთავრობა უნდა წავიდეს. ან კიდევ პოლიტიკა შეცვალოს, რისი იმედიც ნამდვილად არ მაქვს“, – ამბობს არაქელოვა სურენი.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, მეორე ადგილას უმუშევრობის პრობლემა გავიდა. შესაბამისად ამ პრობლემის მოსაგვარებლად სამუშაო ადგილების შექმნა დაასახელეს.
„ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის უმეტესობა დაუსაქმებელია. არ არის სამუშაო ადგილები და რა ქნან?! ამ პრობლემის მოსაგვარებლად უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, ქარხნები, საწარმოები უნდა ამუშავდეს“, – გამოთქვა მოსაზრება 23 წლის ეკონომისტმა, გიორგი ბიჭიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ასი გამოკითხულიდან 55 მამაკაცი იყო, ხოლო 45 – ქალი.

No comments:

Post a Comment