მსოფლიოში ყველა ქვეყანაში არსებობს ოჯახური ძალადობის პრობლემა. რა თქმა უნდა, საქართველოშიც. თუმცა, შეიძლება აღინიშნოს, რომ ჩვენს ქვეყანაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი უმეტეს შემთხვევაში მალავს თავის პრობლემას. არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ კიდეც და რაღაც ზომებსაც იღებენ, მაგრამ სამწუხაროდ, მათი რიცხვი ძალიან მცირეა. არსებობს შესაბამისი ცენტრები, რომლებსაც ამ პრობლემის მქონე ადამიანებს შეუძლიათ დახმარებისათვის მიმართონ, თუმცა, შესაძლოა, უმეტესობას არც აქვს ამაზე ინფორმაცია. ამიტომაც კარგი იქნებოდა, თუ უფრო გააქტიურდებოდნენ შესაბამისი არასამთავროები და ადამიანის უფლებების დამცველები და ინფორმაციას მიაწვდიდნენ მათ.
No comments:
Post a Comment