Monday, October 5, 2009

იდეა დევნილთა პრობლემაზე

ერთი იდეა კარგა ხანია მაქვს. ეს ლტოლვილთა ერთ–ერთ პრობლემას ეხება. როგორც ვიცით, 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის შედეგად სამხრეთ ოსეთიდან დევნილებმა დაკარგეს სახლ-კარი, მათთვის საქართველოს ხელისუფლებამ სახლები ააშენა და მიმდებარე ტერიტორიაზე პატარა მიწის ნაკვეთები დაურიგა კიდეც. იძულებით გადაადგილებული პირები დაახლოებით 2008 წლის დეკემბრის თვეში შესახლდნენ მათთვის განკუთვნილ სახლებში. როგორც მაშინ მოახსენეს ეს სახლები და მიწის ნაკვეთები მათ საკუთრებას წარმოადგენდა, თუმცა ჯერჯერობით კანონიერად მაინც არ აქვთ დასაკუთრებული. მას სემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა.
საინტერესოა, თუ რატომ აჭინაურებს ხელისუფლება სახლებისა და მიწის ნაკვეთების ოფიციალურად მათ საკუთრებაში გადაცემას. ახლა, კი მიმდინარეობს დევნილების რეგისტრაცია, შესაძლოა ამ პროცესის შემდეგ მოხდეს მათი გადაფორმება, თუმცა, ეს დანამდვილებით არავინ იცის. ამ პრობლემაზე ვიმუშავებდი დიდი სიამოვნებით.

No comments:

Post a Comment