Thursday, October 8, 2009

რადიო „თავისუფლება“ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში

რუსული სააგენტო „იტარ–ტასის“ ცნობით რადიო „თავისუფლება“ მალე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშიც დაიწყებს მაუწყებლობას. მათივე ცნობით ეთერში მაუწყებლობა 2 ნოებერს დაიწყება და ძირითადად ახალი ამბები და მიმოხილვები გავა. თუმცა, რადიოს თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი, მარინა ვაშაყმაძე ამბობს, რომ ეს პროექტი ჯერ შემუშავების პროცესშია.
თუ ეს პროექტი მართლა განხორციედა, უდავოა, რომ ორი ხალხის ერთმანეთთან დაკავშრების ერთ-ერთი საშუალება გახდება. ეს ხელს შეუწყობს აფხაზების, ოსებისა და ქართველების ერთმანეთან დაკავშირებას.
ეს ახალი ამბავი საქართველოში გაზეთმა „24 საათმა“ გააშუქა. „საინფორმაციო სააგენტო "აპსნი პრესი"-ის ცნობით სოხუმის რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა აფხაზეთში რადიო "თავისუფლების" მაუწყებლობას დასაშვებად მიიჩნევს, თუკი ეს არ იქნება ქართული პროექტი“, – წერენ „24 საათში“.

No comments:

Post a Comment