უკვე ორი წელია, რაც ყოველდღიურ სპორტულ გაზეთ ,,ოლიმპში” ვმუშაობ, ვამზადებ უცხოური ჩოგბურთის გვერდს კვირაში ერთხელ. ასევე, ვმუშაობ BBC-ის კორესპონდენტთან, ვეხმარები სხვადასხვა ამბების გაშუქებაში, სიუჟეტების გაკეთებაში, ინტერვიუების დაგეგმვასა და ჩაწერაში.
დავიბადე 1988 წლის 27 აპრილს ქობულეთის რაიონში. 2005 წელს ჩავირიცხე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, კერძოდ, ჟურნალისტიკის მიმართულებაზე. 2009 წელს ამავე უნივერსიტეტის მიერ მომენიჭა ბაკალავრის ხარისხი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის კავკასიურ სკოლაში, მედიისა და კომუნიკაციის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩავაბარე.